17 ნოემბერი 2024,   19:56
ვრცლად
„პრაიმ ტაიმის“ მძღოლი დააკავეს

„პრაიმ ტაიმის“ მძღოლი დააკავეს. „კურიერმა“ გადაიღო თუ როგორ აკავებდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ერთ-ერთ მოქალაქეს. შემთხვევა „შერატონის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ამბობდა, რომ „პრაიმ ტაიმის“ მძღოლია, მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს. 

პოლიციის ეკიპაჟს დაკავების მიზეზებზე კომენტარი არ გაუკეთებია. როგორც თავად დაკავებული ამბობდა, არ იცოდა, რისთვის დააკავეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით ერთი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დარღვევით გაჩერებულ ავტომობილს აჯარიმებდნენ, რა დროსაც ლ.შ.-მ სამართალდამცველებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და  არაერთგზის მოწოდების მიუხედავად არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას.

დღის ამბები