მესამე სექტორი ამერიკის სახელმწიფო მდივნის მითითებების გათვალისწინების აუცილებლობაზე საუბრობს. არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ. ექსპერტების აზრით, ეს არის სიგნალი ამერიკის მხრიდან, რომ დემოკრატიისა და სასამართლო სისტემის მხრივ ქვეყანას პრობლემები აქვს.
„უნდა აუცილებლად მივხედოთ ჩვენ სასამართლო სისტემას, ჩვენ უნდა ჩავატაროთ დემოკრატიული დაც თავისუფალი არჩევნები ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ უნდა ავაშენოთ და პრობლემები არ შევუქმნათ ანაკლიის პორტს. ეს არის ის გზავნილები, რომლებზეც საუბრობენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ გზავნილების ყურადღება უნდა მივაქციოთ. ჩვენმა სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს ეს ყველაფერი და გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ ამ სფეროებში კითხვის ნიშნებია აღარ დარჩეს,“- განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.
ამავე აზრს იზიარებს IDFI-ის აღმასრულეებლი დირექტორი. გიორგი კლდიაშვილის განცხადებით, დენმოკრატიის დასამყარებლად ქვეყანაში ბევრი რეფორმაა გასატარებელი.
„დემოკრატიის კუთხით გასატარებელია ბევრი რეფორმა. ეს არის თემები, რომლებიც აუმჯობესებს და ამყარებს დემოკრატიას საქართველოში და ამ მხრივ, რახან შეერთებული შტატები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი უსვამს ხაზს, რომ ამ მხრივ გასატარებელია რეფორმები, ეს ნამდვილად გასათვალისწინებელია,“- განაცხადა კლდიაშვილმა.