17 ნოემბერი 2024,   19:54
ვრცლად
სოფელ ყანდაურაში, 4 ადამიანის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცის მეუღლე გარდაიცვალა

სოფელ ყანდაურაში 4 ადამიანის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცის მეუღლე გარდაიცვალა. ის საკუთარ სახლში წუხელ, გვიან ღამით გადმოასვენეს. გამოძიების ინფორმაციით, ქმარმა 72 წლის ელზა გამყრელიძეს თავის არეში მძიმე დაზიანება ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენა.

დაშავებული მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში მოათავსეს.

გარდაცვლილის ოჯახი მედიასთან არ კონტაქტობს. რაც შეეხება ოჯახს, რომელსაც შვილი და ცოლი მოუკლეს, აცხადებს, რომ სამართალდამცავები მათ ამ დრომდე, არ დაკავშირებიან.

შეგახსენებთ, რომ ყანდაურაში მკვლელობა 3 მაისს მოხდა. მკვლელობისთვის 85 წლის მამაკაცი დააკავეს, მომხდართან დაკავშირებით დაკითხეს მისი შვილიშვილი, ხოლო ძებნაშია მისი შვილი, რომელიც ყოფილი სპეცრაზმელია. გამოძიების ინფორმაციით, 85 წლის ომარ გამყრელიძეს ბრალად ედება 4 ადამიანის მკვლელობა - შვილის, რძლის და ორი მეზობლის. გამყრელიძეს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მომხდარზე გამოძიება გამყრელიძის წინაღმდეგ ორი მუხლით მიმდინარეობს - ოჯახური ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვა ტარება.

დღის ამბები