მიწისძვრა საქართველოში - 1 წუთის ინტერვალით ახალციხის რაიონის, სოფელ აწყურიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ბიძგები იგრძნობოდა. 3,5 და 3,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა, გამთენიისას მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, მომხდარს ნგრევა არ მოჰყოლია.