17 ნოემბერი 2024,   19:57
ვრცლად
ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს დაიწყება

2019 წლის გამოცდების განრიგი ცნობილია - ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით, 1 ივლისს დაიწყება და 23 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

აბიტურიენტებისთვის საგამოცდო ცენტრებამდე მისაყვანად სპეციალური ავტობუსები იმუშავებს.

წელს სულ დარეგისტრირებულია 41000- მდე აბიტურიენტი. სამაგისტრო გამოცდისთვის კი 12 000- მდე კანდიდატი. საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას პირადი გვერდიდან აბიტურიენტები 20 ივლისიდან შეძლებენ, სადაც დატანილი იქნება საგამოცდო ცენტრის მისამართი, გამოცდის დღე და რეგისტრაციის დაწყების დრო.

დღის ამბები