17 ნოემბერი 2024,   19:45
ვრცლად
"გვიანი შოუ" - "რუსთავი2"-ზე დღეიდან ახალი იუმორისტული გადაცემა იწყება

ახალი იუმორისტული შოუ „რუსთავი 2”-ზე - "კომედი ჯგუფმა" სრულიად განსხვავებული, ახალი ფორმატის გადაცემა მოამზადა.

გადაცემას სახელად „გვიანი შოუ“ ჰქვია. სიახლეა ისიც, რომ მას ორი წამყვანი ეყოლება. ილო ბეროშვილის და ნიკა გრიგოლიას დუეტი იუმორისტულ შოუში “რუსთავი 2”-ზე დღეს დაიწყება.

ეს შოუ განსხვავებული იქნება ყველა იმ იუმორისტული გადაცემისგან, რაც აქამდე გვინახავს. ავტორები ამბობენ, რომ გადაცემაში სრულიად ახალი რუბრიკები იქნება.

გადაცემაში იქნებიან სტუმრებიც. მსუბუქი და ნაკლებად პოლიტიკური იუმორით გვიანი შოუ აქტუალურ თემებსაც განიხილავს, თუმცა ორი წამყვანი ამას არატრადიციული ფორმატით შეეცდება. „გვიანი შოუ“ ყოველ ოთხშაბათს 22:00 საათზე დაიწყება.

დღის ამბები