17 ნოემბერი 2024,   19:46
ვრცლად
სასტიკად ურტყამდნენ, უსწორდებოდნენ ჩვენებს - ისრაელში მცხოვრები ქართველი, რომელიც დაკავებას გადაურჩა

დეპორტაციის მოლოდინში საქართველოს მოქალაქეებს რამდენიმე კვირის გატარება იზოლატორში მოუწევთ. ისინი, კი ვინც დაკავებას გადაურჩნენ, "კურიერთან" უმძიმესი მდგომარეობის შესახებ საუბრობენ. საქართველოს მოქალაქეები ყვებიან, რომ უცხო ქვეყანაში უკიდურესი გაჭირვების გამო წავიდნენ. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კი მათზე ნადირობაა გამოცხადებული. საქართველოს მოქალაქეებს აკავებენ პირდაპირ სამუშაო ადგილებზე, ქუჩაში, სახლებსა და ისრაელის თითქმის ყველა ქალაქში.

"ზოგი მუშაობს მშენებლობებზე, ზოგი ქარხნებში და ხდება მასიური დაკავებები. სასტიკად ურტყამდნენ, უსწორდებოდნენ ჩვენებს, როგორც ვიცი ნაწილი არის ქალაქი რამნე, სადაც არის ციხედ, იქ არიან და რიან ცუდ პირობებში. გვეუბნებიან პირდპაირ, რომ თქვენი სახელმწიფო უსაფრთხო ქვეყანა არისო,"-აცხადებს ქართველი ემიგრანტი.

დღის ამბები