17 ნოემბერი 2024,   19:54
ვრცლად
თბილისის ზღვაზე 15 წლამდე ასაკის მოზარდი დაიხრჩო

თბილისის ზღვაზე 15 წლამდე ასაკის მოზარდი დაიხრჩო. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „რუსთავი 2-ს“ განუცხადეს, ცხედარი წყლიდან მაშველებმა ამოიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.  

დღის ამბები