ავტოსაგზაო შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტში - სოფელ ძევერასთან, ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად, ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის შედეგად დაშავებულია ხუთი მგზავრი. დაშავებულები გორის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.
დანაშაული სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.