17 ნოემბერი 2024,   19:59
ვრცლად
მარეგულირებელმა კომისიამ „მაგთიფიქსს“ ლიცენზია 10 წლით გაუხანგრძლივა

ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ „მაგთიფიქსს“ ლიცენზია 10 წლით გაუხანგრძლივა. კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანია პირველი ორი წლის განმავლობაში ასი ათას/ასი ათასი ლარის საფასურად შეძლებს აბონენტების მომსახურებას. ამასთან ვალდებული იქნება ამ პერიოდის განმავლობაში მომხმარებელს „მაგთიფიქსის“ ალტერნატიული ვარიანტი შესთავაზოს.

„მაგთიფიქსის“ გათიშვის საფრთხე რამდენიმე დღის წინ დადგა, ვინაიდან 17 ივნისს ლიცენზიის ვადა იწურება. ეროვნული მარეგულირებელი კომისია და კომპანია გარკვეულ პირობებზე ვერ თანხმდებოდნენ და პრობლემის შექმნაში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. „მაგთიფიქსი“ ერთადერთი საკომუნიკაციო საშუალებაა, რომელიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებლებიც იყენებენ.

„აუცილებელია, რომ ბუნებრივად მოხდეს სერვისების ჩანაცვლება, ანუ მომხმარებელმა ალტერნატიული სერვისი მიიღოს და ისე თქვას უარი არსებულზე.  ჩვენი ვარაუდითაც, 2 წელი საკმარისია იმისთვის, რომ არსებულმა მომხმარებლებმა ეს „მაგთიკომის“ სერვისი ჩაანაცვლონ სხვა სერვისებით. გადაწყვეტილებაშივე ვდებთ ვალდებულების ფორმას, რათა კომპანიამ იზრუნოს იმაზე, რომ საკომუნიკაციო სერვისების მიწოდება  მომხმარებელზე  სრულად ჩაანაცვლოს“, - განაცხადა  ეროვნული მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელმა, კახა ბექაურმა.

დღის ამბები