17 ნოემბერი 2024,   19:58
ვრცლად
სახიფათო ინტერნეტ თამაშის მორიგი სავარაუდო მსხვერპლი - 14 წლის გოგონა სიცოცხლისთვის იბრძვის

უმძიმესი 4 დღე 14 წლის მოზარდის მშობლებისთვის - ექიმები ამ დრომდე ვერ ახერხებენ გოგონას კომიდან გამოყვანას, რომელიც სახლში დედამ მომაკვდავი იპოვა.

მერვე კლასის მოსწავლე გაურკვეველი ნივთიერებით რამდენიმე დღის წინ მოიწამლა, გული გაუჩერდა და დღემდე სიკვდილს ბავშვთა „პრივატ კლინიკაში“ ებრძვის.

ბავშვის მშობლები ფიქრობენ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელად გაუარესების უკან სახიფათო ინტერნეტ თამაში დგას.

14 წლის გოგონას დედა ყვება, რომ მოზარდი ბოლო პერიოდში დეპრესიული იყო, შიშებიც ჰქონდა და ამაზე მშობელთან ღიად ლაპარაკობდა. დედის თქმით, ბოლო თვეების მანძილზე მოზარდი დამოკიდებული იყო ინტერნეტ თამაშზე, რომლის სახელწოდებასაც მშობლებს არ უმხელდა.

ეს არის მხოლოდ ერთი ვერსია, რაზეც გამოძიება მუშაობს. მომხდარიდან 5 დღის შემდეგ საქმეში ახალი გარემოება გამოიკვეთა. როგორც ირკვევა, უბედურ შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე, გამთენიისას, 06:00 საათზე 14 წლის ბავშვი მეზობელმა სახლის წინ ეზოში შენიშნა და კონკრეტულ პირს ტელეფონით ესაუბრებოდა.

გამოძიება ახლა ამ პირის ვინაობის დადგენას ცდილობს, მაგრამ გოგონას ტელეფონიდან გამავალი და შემავალი ყველა შეტყობინება ისეა წაშლილი, რომ აღდგენა შეუძლებელია.

მედიკოსების ვერსიით, სავარაუდოდ, სახეზეა მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია, თუმცა ნივთიერების შემცველობა უცნობია, სინჯები უკვე ექსპერტიზაზეა.

დღის ამბები