4 წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან - მომხდარის მიუხედავად ვერეს ხეობაში მშენებლობები არ წყდება. ბოლო დროს გაცემული სამშენებლო ნებართვების მიხედვით და დაწყებული სამუშაოებით ცნობილი ხდება, რომ სტიქიიდან 4 წლის შემდეგ, სრულად დატბორილ ტერიტორიაზე, ორი ახალი შენობა შენდება. 8 სართულიანი ბიზნეს ცენტრი და მის გვერდით სასტუმრო, ასევე მრავალ სართულიანი.
სპეციალისტების დასკვნის მიხედვით, რომელიც მთავრობამ ამერიკიდან ჩამოიყვანა ირკვევა, რომ ვერეს ხეობაში მშენებლობა დაუშვებელია.
ქართველი და უცხოელი ექსპერტების დასკვნების მიუხედავად, თბილისის მერია ახალ ნებართვებს ან მშენებლობის დაწყების უფლებას გასცემს და ამტკიცებს, რომ ვერეს ხეობაში მშენებლობა და ცხოვრება უსაფრთხოა. სტიქიის ეპიცენტრში, ზუსტად იმ ადგილებში, სადაც წყლის ყველაზე მასშტაბური დაგუბება მოხდა კორპუსები ან უკვე აშენდა ან მშენებლობა ახლა იწყება.
მეტი თვალსაჩინოებისთვის, რა მოხდება ვერეს ადიდების შემთხვევაში, დედამიწის შემსწავლელმა მეცნიერებმა ვიდეო სიმულაცია მოამზადეს.
კიდევ ერთი ვიდეო სიმულაცია მომზადდა ვარაზისხევში, ჟვანიას ქუჩის ბოლოს მდინარე ვარაზის შესაძლო ადიდების დროს, რა შეიძლება მოხდება. ვიდეო სიმულაციები ძალიან მძიმე პროგნოზებს იძლევა. არსებობს ტრაგედიის განმეორების საფრთხე. სპეციალისტების შეფასებით, სიტუაცია იქაც რთულია, რადგან ინტენსიური მშენებლობების გამო, მთის მდინარე მიწის ქვეშ მოექცა.
სტიქიას, 2015 წელს 21 ადამიანი ემსხვერპლა, 2 ადამიანის ცხედარი კი ამ დრომდე ვერ იპოვეს.