ხარაგაულში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უხვმა ნალექმა მუნიციპალიტეტი ორჯერ დააზარალა.
ძლიერი წვიმის შედეგად ადიდდა მდინარეები, რის გამოც დაზიანებულია ინფრასტრუქტურა - გზები, ხიდები. დატბორილია სახნავ-სათესი მიწები, დახოცილია ფრინველი და პირუტყვი. ჯამში სტიქიის ზარალმა შესაძლოა ხუთ მილიონ ლარს მიაღწიოს.