დაპირისპირება მთავრობის ადმინისტრაციასთან - სამართალდამცავებმა რამდენიმე წუთის წინ "ქართული მარშის" 4 წარმომადგენელი დააკავეს. ერთ-ერთი დაკავებული გურამ ფალავანდიშვილის ვაჟი, ალექსანდრე ფალავანდიშვილია. ისინი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის აიყვანეს.
ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციასთან 2 ერთმანეთის პარალელური აქცია იმართება - საკუთარს პოზიციებს აფიქსირებენ "თბილისი პრაიდის" წევრები და "ქართული მარშის" წარმომადგენლები, რომლებიც ლგბტ თემის საწინააღმდეგო აქციას მართავენ.
ამ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე კი დაახლოებით ნახევარი საათით "თბილისი პრაიდის" ერთ-ერთი ორგანიზაატორი, გიორგი თაბაგარი იყო დაკავებული.