სავალდებულო საპენსიო სისტემა კრახის წინაშეა. მოქალაქეების დიდი ნაწილი უარს ამბობს იმ დაგროვებით სისტემაზე, რომელიც მათ „ქართულმა ოცნებამ“ შესთავაზა.
ფონდის ხელმძღვანელობა ფაქტობრივად ადასტურებს, რომ მოქალაქეების დიდი ნაწილი გამოეთიშა საპენსიო სქემას.
სავალდებულო საპენსიო სისტემას ოპოზიცია სახელმწიფო დონის თაღლითობას უწოდებს და აცხადებენ, რომ ამით მოსახლეობა ზარალს ნახულობს.
სქემიდან გასული ასი ათასზე მეტი მოქალაქე პირდაპირი დადასტურებაა იმ უარყოფითი არგუმენტებისა, რომლებზეც ეკონომიკის ექსპერტები სისტემის დახასიათებისას საუბრობენ.
ექსპერტები ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ხელისუფლების და ფონდის მენეჯმენტის მიმართ უნდობლობას ასახელებენ. ისინი საპენსიო სისტემის უარყოფით მხარეებზე საუბრისას სახიფათო ინფლაციას და ქვეყნის პოლიტიკურ არასტაბილურობასაც ასახელებენ.