17 ნოემბერი 2024,   19:53
ვრცლად
აქციის მონაწილეები ჟურნალისტებს და აქციის მშვიდობიან მონაწილეებს კვერცხებს ესროდნენ - შსს

აქციის მონაწილეები კვერცხების სროლით გამოხატავდნენ აგრესიას აქციის მშვიდობიანი მონაწილეების, მხარდამჭერების და ჟურნალისტების მიმართ - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. უწყების ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის მონაწილეები პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდნენ.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან დაკავებული 28 პირიდან 7 ადმინისტრაციულ პატიმრობაში რჩება, 21 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. მათ პოლიციის განყოფილება გვიან ღამით დატოვეს. 

მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ ვითარება არაერთხელ დაიძაბა. „(ჰომოსექსუალები) თუ არ შეინანებენ ჯოჯოხეთში დაიწვებიან“ - ამ ლოზუნგით მთავრობის ადმინისტრაციასთან "თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ. 

"თბილისი პრაიდის" ჩატარების ორგანიზატორები კი მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდნენ და აქციას მართავდნენ სახელწოდებით “სახელმწიფო, სად ხარ?”

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები