17 ნოემბერი 2024,   19:45
ვრცლად
დისკრიმინაციული მოტივით ძალადობა და ძალადობის მუქარა - შსს

დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია - ამის შესახებ ძალოვანი უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. შინაგან საქმეთა სამინისტრო მთავრობის ადმინისტრაციასთან დაკავებული პირების შესახებ განმარტებებს აკეთებს.

„გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და მათი ეფექტიანი გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. მიუღებელია ამ მოტივით ძალადობა და ძალადობის მუქარა. თითოეულ ფაქტზე სამინისტრო ახდენდა და მომავალშიც მოახდენს სათანადო რეაგირებას. სამართალდარღვევის ყველა ფაქტი იქნება დაუყოვნებლივ აღკვეთილი“, - ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.

ამასთან შინაგან საქმეთა სამინსიტროს მოქალაქეებს მოუწოდებს საჯარო ადგილებში შეკრებისას დაიცვან კანონის მოთხოვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია მინიჭებული მანდატის ფარგლებში იმოქმედებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მთავრობის ადმინისტრაციასთან ორი აქცია მიმდინარეობდა.  "თბილისი პრაიდის" ჩატარების ორგანიზატორები აქციას მართავდნენ სახელწოდებით “სახელმწიფო, სად ხარ?”. „(ჰომოსექსუალები) თუ არ შეინანებენ ჯოჯოხეთში დაიწვებიან,“ - ამ ლოზუნგით კი მთავრობის ადმინისტრაციასთან "თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები