თავდასხმა ახალციხის მუნიციპალიტეტში - ადგილობრივების თქმით, ბიძაშვილებს მეზობელი ნაჯახით გაუსწორდა. დაშავებულებს ჭრილობები თავისა და ზურგის არეში აქვთ მიყენებული.
რა მოხდა მეზობლებს შორის სოფელ ანდაში, ამას გამოძიება დაადგენს.
სავარაუდო დამნაშავის ოჯახის წევრები ყვებიან, რომ მას ფსიქიური პრობლემები აქვს და წლების წინ მკურნალობას გადიოდა. ისინი ძველ მტრობას ან ანგარიშსწორების ფაქტს გამორიცხავენ. სავარაუდო დამნაშავის ფსიქიკურ პრობლემებს ადასტურებენ სოფელშიც.
„ძალიან თბილი და მოსიყვარულე ადამიანი იყო, მე თვითონაც გაოცებული ვარ და მიკვირს ყველაფერი. ისევ ფსიქიურ აშლილობას ვაბრალებთ“, - განაცხადა სავარაუდო დამნაშავის ახლობელმა, მაია მოთიაშვილმა.