ლევან ვასაძის მუქარის შემცველ განცხადებას "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორები ეხმაურებიან. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ლევან ვასაძის ინტერნეტმიმართვა რეალურად საფრთხის შემცველია.
"თბილისი პრაიდის" ორგანიზატორები შსს-ს მოუწოდებენ, რომ ლევან ვასაძის მხრიდან გახმოვანებულ მუქარასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს.
„ლევან ვასაძე უკვე მეორედ იმუქრება მართლწესრიგის დარღვევით, ადამიანებსა და პოლიციელებზე ძალადობით და გადატრიალებით. ამჯერად, გუშინდელი მოვლენების ფონზე და იმის გათვალისწინებით, რომ "თბილისი პრაიდის" კვირეული სულ რამდენიმე დღეში იწყება, ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ მუქარა არის რეალური საფრთხის შემცველი და შსს-მ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ამ შემთხვევაზე გამოძიება.
ასევე მოვუწოდებთ სახალხო დამცველსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, გააკეთონ შეფასება, შეიცავს თუ არა მოცემული განცხადება დანაშაულის ნიშნებს,“ - აღნიშნულია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.
მთავრობის ადმინისტრაციასთან განვითარებული მოვლენების შემდეგ ლევან ვასაძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა და მოსახლეობას, განსაკუთრებით, მამაკაცებს მოუწოდა, რომ სამომავლო გეგმების დასასახად ხვალ ვერის ბაღში შეიკრიბონ.