დაბადებიდან შობამდე - ასე ჰქვია რეზო ჯორბენაძის ნოველების სადებიუტო კრებულს,რომლის პრეზენტაცია მუსიკალური აკომპანიმენტითა და მეგობრების დახმარებით თბილისის კონსერვატორიის დიდ სცენაზე შედგა.
ავტორთან ერთად კი ნაწარმოებებს კონსერვატორიის სცენიდან მისი მეგობრებიც კითხულობდნენ.
როგორც თავად ავტორი ამბობს, ის შეეცადა მუსიკალური ნაწარმოებები მის ლიტერატურულ თხზულებებთან იდეურად შეერწყა და სიტყვებისა და მელოდიების დაწყვილებით თავისი სათქმელი მიეტანა მსმენელისთვის.