"რუსთავი 2-ის" პროექტ "მხოლოდ ქართულში" სოფო ბათილაშვილის მიერ შესრულებული ყველა სიმღერა ერთ ალბომში გაერთიანდა. ახალგაზრდა მომღერლის პირველ მუსიკალურ კრებულს "პერიფრაზი" ეწოდება და დღეს პირველად ის "ბრავო რეკორდსში" გამოიფინა.
ფართო საზოგადოებისთვის ალბომის პრეზენტაცია სოფოს ბათილაშვილის პირველ სოლო კონცერტზეც გაიმართება. სპორტის სასახლეში "პერიფრაზში" შესულ სიმღერებთან ერთად, ცნობილი კომპოზიციების ახალი ვერსიებიც გაჟღერდება.