"სოდომია მძიმე ცოდვა", "არა გეი აღლუმს საქართველოში" - ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში შეკრებილი მოქალაქეები "თბილისი პრაიდის" გამართვას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი მხარდაჭერას უცხადებენ იმ ადამიანებს, რომლებიც თბილისში პრაიდის ჩატარებას აპროტესტებენ.
შეკრებილები მზადყოფნას გამოთქვამენ, თუკი საჭიროება მოითხოვს, თბილისშიც წამოვიდნენ. დღესვე დაიწყო მხარდამჭერების სიის შედგენა. აქციაზე იმყოფებიან სასულიერო პირებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ "თბილისი პრაიდის" ჩატარებას ეწინააღმდეგებიან და არ დაუშვებენ ისეთი კამპანიის ჩატარებას, რომელიც, მათი შეფასებით, მართლმადიდებლობას ეწინააღმდგება.