ქართული ღვინის კომპანია "შილდა" აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის ჯილდოს მფლობელი გახდა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჯილდოს ნომინაციაში მონაწილეობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა მიიღეს.
"შილდა" 2016 წელს ჩაერთო ენერგოეფექტური დანადგარების დანერგვის პროგრამაში ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით და სწორედ ამ ნომინაციაში გახდა გამარჯვებული. ცერემონია ევროკომისიაში გაიმართა.