სააპელაციო სასამართლომ, იულია სუსლიაკი პატიმრობაში დატოვა. უკრაინელი ქალის ადვოკატის განცხადებით, მეორე ინსტანციის კოლეგიამ საქმის ახალი გარემოებები არ გაითვალისწინა და საქალაქო სასამართლოს 11 ივნისის გადაწყვეტილება არ შეცვალა.
ზურაბ თოდუა საქმეში მტკიცებულებების არ არსებობაზე და პროკურატურის მხრიდან საკუთარი დანაშაულის გადაფარვის მცდელობაზე საუბრობს. უფლებადამცველის განმარტებით, მოსამართლე პაატა სილაგაძე, რომელიც ამ საქმეს განიხილავს, პროკურორის ოჯახის წევრია.
„ ამ საქმის შემთითხვნელი პროკურორის მეუღლის ზეწოლის ქვეშ მოქცეულმა თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ვგულისხმობ თეა გიორგაძის მეუღლეს, პაატა სილაგაძეს, მიაღებინა მოსამართლე გიორგი მიროტაძეს გადაწყვეტილება, რომლითაც გაამართლა პირველი ინსტანციის სასამართლოში შეკვეთა. ფაქტობრივად, ჩემი ეს გასაჩივრება იყო მხოლოდ ფორმალური ხასიათის, რამეთუ ერთი ოჯახის მეუღლის გადაწყვეტილება მეორე ოჯახის წევრთან, უკვე გასაგები იყო, რაც დადგებოდა, მაგრამ იმდენად, რამდენადაც ჩვენ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ვაპირებთ ამ საჩივრის გაგზავნას, ევროპელებისთვის სრულიად გაუგებარი იქნებოდა, თუ რატომ არ გავასაჩივრე,“- განაცხადა ზურაბ თოდუამ.
სამართლდამცველებმა იულია სუსლიაკი, არასრულწოვანებით ვაჭრობის და ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს.