17 ნოემბერი 2024,   19:42
ვრცლად
"თბილისი პრაიდი" დღეიდან იხსნება - ღონისძიების ჩატარების დრო და ადგილი ანონიმურია

„თბილისი პრაიდი“ ოფიციალურად დღეს გაიხსნა და პირველი ღონისძიებაც დღეს ჩატარდება. ეს იქნება თეატრალიზებული სპექტაკლი ლგბტ თემის და მათი პრობლემების შესახებ. "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორები ამბობენ, რომ დღის წესრიგში პროგრამული ცვლილებები არ აქვთ და ჩატარდება ყველა დაგეგმილი ღონისძიება.  

"თბილისი პრაიდის" ორგანიზატორები უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით, სპექტაკლის ადგილს და დროს ანონიმურად ტოვებენ. ორგანიზატორები აცნობიერებენ, რა რისკის ქვეშ არიან ადამიანები, რომლებიც ლგბტ თემის მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობას გეგმავენ, ამიტომ ისინი აპირებენ, სრული ინფორმირება მოხდეს მარშის მონაწილეების, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას ყველა ინდივიდუალურად მიიღებს. 

განცხადება ცოტა ხნის წინ ნინო ბოლვქაძემ გააკეთა, რომელიც ამბობს, რომ ამ დრომდე მიმდინარეობს მუშაობა იმისთვის, რომ აქციამ მშვიდად ჩაიაროს, თუმცა პასუხისმგებლობას მოსალოდნელ რისკებზე მთლიანად ხელისუფლებას აკისრებენ.

„მიმდინარე მომენტშიც მიდის დაძაბული მუშაობა ათეულობით ადამიანის იმისთვის, რომ ყველა ღონისძიებამ ჩაიაროს მშვიდად. ჩართულები არიან ხელისუფლების მაღალჩინოსნებიც, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებიც და პროცესი არის მუშა. რაც შეეხება რისკებს. რისკები არსებობს, ამ შემთხვევაში პასუხისმგებელი უწყება რისკების არიდების პრევენციის არის სახელმწიფო უწყებები და ჩვენ თითოეულ ამ ადამიანს, ვინც მარშში მონაწილეობას დააპირებს, ვეტყვით, რომ რისკები,  რა თქმა უნდა, არსებობს და მათ ინდივიდუალურად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება“, - აცხადებს ნინო ბოლქვაძე.

 

დღის ამბები