17 ნოემბერი 2024,   19:59
ვრცლად
მიუღებლად მიგვაჩნია და ვემიჯნებით აგრესიის შემცველ განცხადებებს - საპატრიარქო

ჩვენ გვესმის, რომ ემოციური ფონი გამძაფრებულია, მაგრამ სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია და ვემიჯნებით აგრესიის შემცველ განცხადებებს - ამის შესახებ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. საპატრიარქო "თბილისი პრაიდის" გამართვას ეხმაურება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მივლენები უკიდურესად დაძაბულია. 

საპატრიარქო სასულიერო პირებს მოუწოდებს, თვითნებური განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავონ. 

ბოლო დროს ე.წ.  LGBT-პრაიდთან დაკავშირებულმა მოვლენებმა უკიდურესად დაძაბა ვითარება ქვეყანაში. აღნიშნულთან მიმართებაში საქართველოს საპატრიარქომაც თავისი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება დააფიქსირა.

ჩვენ გვესმის, რომ ემოციური ფონი გამძაფრებულია, მაგრამ სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია და ვემიჯნებით აგრესიის შემცველ განცხადებებს,  როგორც მოძღვრებისაგან, ისე მრევლისაგან.

პირველ რიგში, მოვუწოდებთ სასულიერო პირებს, თავი შეიკავონ თვითნებურად გამართული ბრიფინგებისაგან, შეუთანხმებელი საჯარო განცხადებებისა და ისეთი ქმედებებისგან, რომელიც ქრისტიანულ სწავლებას ეწინააღმდეგება" - აღნიშნულია განცხადებაში. 

დღის ამბები