პარაკლისი ვერის ბაღში - ლევან ვასაძის მხარდამჭერმა სასულიერო პირებმა მშვიდობის და ერის დაცვის პარაკლისი გადაიხადეს. ისინი საზოგადოების იმ ნაწილთან ერთად, რომლებიც "თბილისი პრაიდის" ჩატარებას ეწინააღმდეგებიან, 18:00 საათზე „თბილისი პრაიდის“ ოფისთან მისვლას და გამაფრთხილებელი აქციის ჩატარებასაც გეგმავენ. აქციის მონაწილეები მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დალუქოს "დესტაბილიზაციის და მამათმავლობის ბუდე".
შეგახსენებთ, რომ „თბილისი პრაიდი“ ოფიციალურად დღეს გაიხსნა და პირველი ღონისძიებაც დღეს ჩატარდება. ეს იქნება ლგბტ თემის თეატრალიზებული სპექტაკლი მათი პრობლემების შესახებ. "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორები ამბობენ, რომ დღის წესრიგში პროგრამული ცვლილებები არ აქვთ და ჩატარდება ყველა დაგეგმილი ღონისძიება.
"თბილისი პრაიდის" ორგანიზატორები უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით, სპექტაკლის ადგილს და დროს ანონიმურად ტოვებენ