17 ნოემბერი 2024,   19:41
ვრცლად
"თბილისი პრაიდი" - აშშ-ს საელჩო საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს 

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, თბილისში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს. განცხადება საელჩოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამია, რომ შტატების მოქალაქეებმა თავი აარიდონ თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილ ხალხმრავალ ღონისძიებებს.

„LGBT საზოგადოების მხარდამჭერები და წევრები „ღირსების კვირის“ აღსანიშნავად მარშის ან სახალხო ღონისძიების გამართვას გეგმავენ. ველით, რომ შესაძლოა ღონისძიებაზე უამრავი ადამიანი შეიკრიბოს. ეს საქართველოში „ღირსების კვირასთან“ დაკავშირებული სახალხო ღონისძიებების პირველი შემთხვევაა. წარსულში სახალხო ღონისძიებები ამ საზოგადოების წევრებისა და მხარდამჭერების თვითგამოხატულების საშუალებას წარმოადგენდა, რასაც მწვავე და ზოგჯერ ძალადობრივი რეაქცია ჰქონდა კონტრდემონსტრატების მხრიდან. შეერთებული შტატების მთავრობის წარმომადგენლებს მიეცათ რჩევა, მოერიდონ ხალხის დიდი ნაკადის შეკრების ადგილებს, მსვლელობაში მონაწილეობას და გამოიჩინონ სიფრთხილე"- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

დღის ამბები