ვერის ბაღში შეკრებილმა პირებმა, რომლებიც ღირსების მარშის ჩაშლით იმუქრებიან ვერის ბაღიდან მსვლელობა დაიწყეს.
ისინი მსვლელობით ჭავჭავაძის გამზირის გავლით „თბილის პრაიდის“ ოფისთან მივლენ და იქ აქციას გამართავენ.
როგორც ცნობილია, ორგანიზატორების ოფისში არ იმყოფებიან. მათ უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით შენობა დატოვეს.
აქციის მონაწილეები მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დალუქოს თბილისი პრაიდის ოფისი, რომელიც მათივე შეფასებით "დესტაბილიზაციის და მამათმავლობის ბუდეა". ვერის ბაღში შეკრებილი, პრაიდის მოწინააღმდეგეები დღეს რუსთავი2-ის გადამღებ ჯგუფსაც დაუპირისპირდნენ;