„რუსეთი ოკუპანტია“ „პუტინი ხ..ლო“ - ავლაბრის ცერემონიების სასახლესთან ხმაურია. მოქალაქეები საქართველოში რუსი დეპუტატების ვიზიტს აპროტესტებენ.
მათ სირცხვილის კორიდორი მოაწყვეს. შეკრებილები რუს დეპუტატებს შეძახილებითა და ტრანსფარანტებით დახვდნენ. ესკორტი, სადაც დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი ზის სასახლის ეზოს შესასვლელთან შეაფერხეს.
მას პუტინის მონა და ოკუპანტი უწოდეს.
დუმის დეპუტატები საქართველოში მართლმადიდებელ დეპუტატთა ასამბლეაზე დასასწრებად ჩამოვიდნენ. პუტინის თანამოაზრე და ოკუპაციის თანამონაწილე რუსი დეპუტატები, საქართველოში განსაკუთრებული პატივით მიიღეს. სერგეი გავრილოვს, რომელიც აფხაზეთში ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ სახელმწიფო დაცვა გამოუყო და უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების გამოყენებით, აეროპორტიდან სასტუმროში მიაცილა.
სასტუმროშიც რუსი დეპუტატის მშვიდ გადაადგილებას, ასევე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის რამდენიმე წევრი უზრუნველყოფდა.