17 ნოემბერი 2024,   19:51
ვრცლად
დაზიანებული კორპუსები და გადახრილი კედლები - ვაშლიჯვარი თბილისის ერთ-ერთ სარისკო ზონად იქცა

ვაშლიჯვარი თბილისის ერთ-ერთ ყველაზე სარისკო ზონად იქცა, სადაც მეცნიერების აზრით მშენებლობები პრაქტიკულად უნდა აიკრძალოს, მაგრამ მერია სულ ახალ და ახალ ნებართვებს გასცემს.

ბეტონის დამცავი კედელი ვაშლიჯვარში გამთენიისას ჩამოინგრა. დამსხვრეულია ფანჯრები და დაზიანებულია სახლის საყრდენი კედელი. ნგრევის სავარაუდო მიზეზი 3 წლის წინ, დარღვევებით აშენებული საცხოვრებელი კორპუსი გახდა.

თბილისის მერიამ დღეს დაზარალებული ოჯახი დაზიანებული სახლიდან ქირით გაიყვანა თუმცა, კორპუსის მცხოვრებლების ევაკუაცია არ განხორციელებულა. კორპუსი, 3 წლის წინ აშენდა, სავარაუდოდ დარღვევებით და ამის გამო ექსპლუატაციაში არ არის მიღებული, არ აქვს არც სანიაღვრე სისტემა.

დამცავი ღობე ერთი თვის წინ გადმოინგრა გურამიშვილის 41 ნომერშიც. მიზეზი მშენებლობის დროს ბეტონის სარტყელის დაზიანება გახდა. მერია ახლა ტერიტორიას მუნიციპალური ბიუჯეტით ამაგრებს. მოსახლეობა შიშობს, რომ იქ ისევ მშენებლობა განახლდება და მათ ისედაც ავარიულ კორპუსებს ახალ პრობლემებს შეუქმნის.

გურამიშვილის 41-ში შიშობენ, რომ დამცავი ბეტონის სარტყელის ნგრევა გაგრძელდება. კედელი დაბზარული და გადმოხრილია, გაზის მილი კი გამრუდებული. მოსახლეობის დაკვეთით ჩატარებული გეოლოგიური დასკვნით, კედელს სასწრაფოდ გამაგრება სჭირდება. ადგილობრივები უკვე 4 წელია მერიას დახმარებას სთხოვენ თუმცა, მუნიციპალიტეტი კედელს მაინც არ ამაგრებს.

სპეციალისტები ამბობენ, რომ კორპუსის ასაშენებლად გეოლოგიური დასკვნები ყალბდება. 

სახიფათო მშენებლობები და შავი წერტილები, სადაც მშენებლობა დაუშვებელია - დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი ამტკიცებს, რომ ერთ-ერთი ასეთი ადგილი ვაშლიჯვარია, სადაც ნიადაგის გრუნტი არამყარია და მიწის ჩამოშლის საფრთხე მაღალია.

 

დღის ამბები