სიძულვილის ენა, ყალბი ინფორმაცია, არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამები - სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით დღეს მესამე სექტორი, მედიის, პარლამენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები იმსჯელებენ.
დისკუსია არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ხელმძღვანელობით გაიმართება. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ”მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტი, რომელიც სხვა ცვლილებებთან ერთად, სიძულვილის ენის რეგულაციასაც ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის საფრთხის შემცველია.
მესამე სექტორი მიიჩნევს, რომ მედიის შესახებ ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები კრიტიკული აზრის წინააღმდეგ მოქმედებს.