პარლამენტის შენობის ეზოში პოლიციის დამატებითი ძალები შეიყვანეს - ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოს წინ აქცია მიმდინარეობს.
აქციაზე სიტყვით სამოქალაქო აქტივისტები გამოდიან. უცნობია, რას უკავშირდება დაცვის გაძლიერება პარლამენტის შენობის ეზოში. ამ წუთებში ადგილზე ოთხი ყვითელი მუნიციპალური ავტობუსი და ათობით პოლიციელი იმყოფება.