რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც საქართველოში რუსი დეპუტატების ვიზიტს აპროტესტებენ, ყოვლეწუთიერად იზრდება. შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართავენ სამოქალაქო აქტივისტები.
„ჩვენ გენეტიკური მეომრები ვართ, მნიშვნელობა არ აქვს, გიომია თუ არგიომია. სისხლი, რომლითაც მორწყული არის დავით გარეჯი და მთელი საქართველო, ის სისხლი ყივის და ის სისხლი გვაბრძოლებს. ჩვენ არ გვაქვს უფლება დავუჯეროთ რუსულ პროპაგანდას, რომ ჩვენ უბრალოდ კარგი ხინკლის მომხვევები ვართ და კარგი მომღერლები. ათასწლეულებს ითვლის ჩვენი ერის ბრძოლა. რამდენიმე წუთში, შეიძლება გავრილოვი უკან გაფრინდეს და ეს იქნება პირველი გამარჯვება თითოეული ჩვენგანის, რომელმაც გაარღვია კომფორტის წრე და გამოვიდა“ - აცხადებს დავით ქაცარავა.