დაპირისპირება ვერის ბაღში - ბიზნესმენ ლევან ვასაძის მხარდამჭერები სამ ტურისტს დაედევნენ.
ვასაძის ლეგიონერების თქმით, ერთ-ერთი ტურისტი ფრანგულად საუბრობდა და სავარაუდოდ, იგინებოდა.
ვერის ბაღში შეკრებილები კი ამბობენ, რომ ტურისტებს მათი დაცვის მიზნით მისდევდნენ, რათა არავის მიეყენებინა მათთვის ფიზიკური დაზიანება.
ამ წუთებში კი ვერის ბაღში სასულიერო პირები მშვიდობის პარაკლისს აღავლენენ.