17 ნოემბერი 2024,   22:22
ვრცლად
"ვიღებდი და დამაკავეს, მცემეს" - "პირველი არხის" ჟურნალისტი დააკავეს

პირველი არხის ჟურნალისტი დააკავეს. მისი თქმით, ვარაზისხევის მიმდებარედ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაკავებების კადრებს იღებდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დააკავეს. 

"ვიღებდი და დამაკავეს, მცემს. დაკავებების კადრებს ვიღებდი, გადაღებას მედავებიან," განაცხადა ჟურნალისტმა დაკავების დროს "კურიერთან". 

რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველები რჩებიან. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. 

რუსთაველის გამზირიდან იძულებით გაყვანილი აქციის მონაწილეების მიმართ დევნა-დაკავება ამ დრომდე გრძელდება. ცოტა ხნის წინ დემონსტრანტები, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, კვლავ რუსთაველის გამზირისკენ დაიძრნენ, რისი უფლებაც ძალოვანებმა არ მისცეს.

 

 

დღის ამბები