საპროტესტო აქციაზე დაკავებული ადამიანების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ ავრცელებს. დემონსტრანტების დაკავება რუსთაველის გამზირზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
შეკრებილებზე ყველაზე მასშტაბური შეტევა დილის 5 საათისთვის დაიწყო. კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები დაკავებულებს მანქანებში სვამდნენ და, სავარაუდოდ, პოლიციის განყოფილებებში გადაჰყავდათ.