17 ნოემბერი 2024,   22:25
ვრცლად
პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს შს მინისტრს - მესამე სექტორი საგანგებო შეხვედრას მართავს

ამ წუთებში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სოროსის ფონდში საგანგებოდ იკრიბებიან. მესამე სექტორი ერთობლივ განცხადებას შეიმუშავებს, რომლის შინაარსიც მოგვიანებით გახდება ცნობილია. როგორც შეხვედრის დაწყებამდე არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარემ, გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა, გუშინდელ მოვლენებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ხელისუფლებამ და თანამდებობა დატოვოს როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე შს მინისტრმა, რომელიც დაუნდობლად გაუსწორდა მოქალაქეებს.

„აქცია, რომელიც იყო მშვიდობიანი ხასიათის, რაღაც ეტაპზე შესაძლოა, მისი ნაწილი გავიდა კანონის ფარგლებიდან, როდესაც აქციის მონაწილეების ნაწილმა გადაწყვიტა, პარლამენტის შენობაში ძალის გამოყენებით შესვლა. თუმცა ხელისუფლების რეაქცია ამ ყველაფერზე გარკვეული ეტაპის შემდგომ გასცდა კანონის ფარგლებს და, ფაქტობრივად, გადაიზარდა ქუჩაში ადამიანებზე გაჩაღებულ ნადირობაში. შეცდომა არ იყო გავრილოვის შემოსვლა საქართველოში, შეცდომა არ იყო ამ გაურკვეველ ფორმატში, როგორც ბატონი ღარიბაშვილი და პრეზიდენტი უწოდებს, ფარისევრულ- მართლმადიდებლურ ფორმატში თავის შეყოფა თავის დროზე.  და ორი წელი მცდელობა იმისა, რომ ეს ღონისძიება საქართველოში გამართულიყო. ეს არ იყო შეცდომა, ეს იყო მიზანმიმართული ქმედება.

თუ ხელისუფლება აცნობიერებს, რომ მას უნდა დაამშვიდოს ახლა საზოგადოება, ერთი მხრივ, უნდა შეელიოს გარკვეულ პოლიტიკოსებს. ქუცნაშვილი არ არის იმ რანგის ფიგურა, რომელიც შესაძლოა, იყოს ადეკვატური პასუხი იმ პირველად მოთხოვნაზე, რაც აქციას ჰქონდა გუშინ. შეიძლება ეს იყოს ბატონი კობახიძის შეცდომა, მაგრამ ეს არის შეცდომა რომელიც არის უპატიებელი. თუ კი ხელისუფლება აცნობიერებს იმ შედეგებს, რომელიც შეიძლება მოჰყვეს მის მიერ გამოყენებულ ძალას, მას შეუძლია, დღესვე მიიღოს გადაწყვეტილება და პოლიტიკური პასუხისმგებლობა დააკისროს შს მინისტრს და მისი თანამდებობიდან გათავისუფლებით განმუხტოს შექმნილი სიტუაცია,“ - განაცხდაა გიორგი მშვენიერაძემ.

დღის ამბები