28 აპრილი 2024,   12:27
ვრცლად
ექსკლუზიური კადრები - აქციის მონაწილეების ცემა, სავარაუდოდ, წინასწარი დაკავების იზოლატორებშიც გრძელდება

აქციის მონაწილეების ცემა, სავარაუდოდ, წინასწარი დაკავების იზოლატორებშიც გრძელდება. ცოტა ხნის წინ "კურიერმა" მოიპოვა კადრები, რომელიც, ჩვენი ინფორმაციით, სასამართლოს იმ ოთახებშია გადაღებული, სადაც დაკავებულები პროცესის დაწყებას ბადრაგთან ერთად ელოდებიან.

კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთი დაკავებული ცუდადაა, თუმცა ამის მიუხედავად, მასზე ძალადობა გრძელდება. "კურიერისთვის" უცნობია, კონკრეტულად ვინ ჩანს ვიდეომასალაში.

"კურიერი" დეტალების დაზუსტებას ცდილობს. 

დღის ამბები