17 ნოემბერი 2024,   19:45
ვრცლად
საპროტესტო აქცია თსუ-ს ეზოში - სტუდენტები 20 ივნისის ღამეს დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ

ამ წუთებში სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში არიან შეკრებილები.

სტუდენტები აცხადებენ, რომ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას მხარს არ უჭერენ და არ აპირებენ შეუერთდნენ რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციას. ისინი მოუწოდებენ მოქალაქეებს უნივერსიტეტთან მისვლისკენ მოუწოდებენ. 

„ჩვენ არ ვაპირებთ ახლა ამ ეტაპზე დავიძრათ პარლამენტისკენ, არ ვუერთდებით არც ერთ პარტიას. ნუ ეცდებით პროვოკაციას, არავინ აქ მყოფი თქვენ არ აგყვებათ. 20 ივნისის შეეხო თითოეულ ჩვენგანს. ჩვენ და თქვენც ვინც ახლა სახლიდან გვიყურებთ, თქვენი დღევანდელი ქმედება არის დანაშაული, რომლის გამოსწორების შანსი თქვენ ახლა გაქვთ. თუ კი შემოგვიერთდებით ჩვენ,“-განაცხადა ერთ-ერთმა სტუდენტმა.

სტუდენტების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, გუშინ, პარლამენტთან დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებაა.

„მოთხოვნა არის პატიმრების გათავისუფლება, რომლებიც ჩვენს გვერდით უნდა იდგნენ და ითხოვდნენ იმას, რასაც ჩვენ ვითხოვთ,“-განაცხადა ერთ-ერთმა სტუდენტმა. 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სტუდენტები არის ყველაზე დიდი ძალა, რომელსაც შეუძლია ქვეყანაში მნიშვნელოვანი გარდაქმნები გამოიწვიოს. მათივე თქმით ისინი არ საქართველოში რუსი დეპუტატების ადგილი არ არის. 

დღის ამბები