რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას სტუდენტები შეუერთდნენ. მათ საქართველოს ეროვნული დროშებით პარლამენტის წინ მივიდნენ. აქციის მონაწილეები სტუდენტებს ტაშით და შეძახილებით შეხვდნენ.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას სოლიდარობა გამოუცხადა მოტომრბოლელების კოლონამ. მათ რუსთაველის გამზირზე საყვირებით ჩაიარა.
აქცია რუსთაველის გამზირზე ცოტა ხნის წინ დაიწყო. აქციის მონაწილეები პროპორციული სისტემით ვადამდელი არჩევნების ჩატარებას და შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ.