"ნუ გვიპაჭუნებთ თვალებს, აღარ ვბოლდებით" - ასე მიმართა მმართველ გუნდს აქციიდან პოეტმა პაატა შამუგიამ.
მისი თქმით, გუშინ, აქციის დაწყებისას, პროტესტის დასასრულებლად ნორმალური შედეგი იქნებოდა ირაკლი კობახიძის გადადგომა, რომელსაც პასუხისმგებლობა რუსი დეპუტატების საქართველოს პარლამენტში შეშვებაზე ეკისრებოდა, მაგრამ აქციის დარბევის შემდეგ დგება სამართალდამცველი უწყებების ხელმძღვანელების პასუხისმგებლობის საკითხი.
პაატა შამუგიას თქმით, უნდა გადადგეს როგორც გახარია, ასევე გომელაური.
„გადმოაგდეს ორი ბარტყი, მათი ყოფნა არ ყოფნა არაფერს ცვლის, გუშინ კობახიძის მოხსნა იყო ნორმა,ური შედეგი, მაგრამ მაშინ როცა, არათუ კობახიძე არ მოხსნეს, მოქალაქეებს დაერივნენ, ახალგაზრდა კაფანდარა გოგო ბიჭებს დაერივნენ, ისინი გაურბოდნენ სისხლმოწყურებული სპეცრაზმელებს, რა დავალება გქონდათ ასეთი თქვენი დედა ვატირე, რომ საკუთარ მოქალაქეებს წიხლით შედეგით.
ერთადერთი მოთხოვნა გადადგეს ყველა ძალოვანი მინისტრი არამხოლოდ გახარიამ, მიჰყვეს გომელაური. ნუ გვიპაჭუნებთ თვალებს, აღარ ვბოლდებით,“-განაცხადა შამუგიამ საკუთარ მიმართვაში.