17 ნოემბერი 2024,   19:45
ვრცლად
ჩემთვის მთავარია, რომ ქართველებმა შეინარჩუნონ მუხტი არა ოკუპაციას! - დედა სიდონია პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მივიდა.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე  დედა სიდონია მივიდა. ის ქაშვეთის ტაძრის წინ იმ სასულიერო პირებთან ერთად იმყოფება, რომლებმაც ჯერ კიდევ დღეს დილით განაცხადეს, რომ რუსთაველის გამზირზე მივიდოდნენ და საჭიროების შემთხვევაში შეასრულებენ ცოცხალი ჯაჭვის ფუნქციას.  

დედა სიდონია 20 ივნისის სისხლიან მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მან ნახა უმძიმესი კადრები. მისვე თქმით, მას ჰქონდა სურვილი, რომ რუსთაველის გამზირზე გუშინვე მისულიყო, თუმცა იმის გამო რომ ჩაიტარა მცირე სახის ოპერაცია, ჯანმრთელობის მდგომარეობამ ამის საშუალება არ მისცა. 

„ძალიან მძიმე იყო. ისტორიას არ ახსოვს მსგავსი პრეცედენტი და ჩემთვის მთავარია, რომ ქართველებმა შეინარჩუნონ ის მუხტი, რომ არა ოკუპაციას! ჩემთვის მთავარი ეს არის და ამიტომ ვარ აქ. მეტი არ მინდა მე არაფერი,“-განაცხადა დედა სიდონია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები