ჩვენ გამოვხატეთ პროტესტი რუსი დეპუტატების შემოშვებაზე და მივიღეთ დაბრმავებული ახალგაზრდები - პარლამენტის წინ, აქციაზე შეკრებილი სტუდენტები ემოციური მიმართვებით და მოწოდებებით გამოდიან.
ისინი ამბობენ, რომ დამამცირებელია რუსი დეპუტატების მოთხოვნა, რომ ქართულმა საზოგადოებამ გაძევების გამო ბოდიში მოუხადოს.
სტუდენტები ამბობენ, რომ პუტინი ქართველებისგან მხოლოდ ერთ გზავნილს გაიგებს და ეს იქნება „პუტინ ხ..ლო“. ისინი ამ ფრაზას პარლამენტის წინ რამდენიმე წუთით სკანდირებდნენ.
ახალგაზრდები ამბობენ, რომ მათ მთავარ მოთხოვნად შს მინისტრის გადადგომა რჩება. ისინი მოუწოდებენ გიორგი გახარიას გადადგეს და წავიდეს მშობლიური რუსეთში „თავის გავრილოვთან.“
სტუდენტები ასევე ითხოვენ ყველა იმ მოქალაქის გამოშვებას, ვინც გუშინ აქციის დარბევისას რუსთაველზე დააკავეს და ასევე დევნის ოპერაციისას მიმდებარე ქუჩებზე დაიჭირეს.
ახალგაზრდებმა, რომლებიც სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები არიან რუსთაველზე ანთებული ტელეფონებით საქართველოს ჰიმნი შეასრულეს და განაცხადეს, რომ არ დაიშლებიან, ვიდრე მათი ყველა მოთხოვნა არ შესრულდება.