„თავისუფლებასთან წააგებთ", ,,რუსეთი ოკუპანტია" ,,გავრილოვის ღამე" , ,,ნუ მესვრი" - ამ ლოზუნგებით საპროტესტო აქცია ქუთაისში გაიმართა.
აქციის მონაწილეები მესხიშვილის თეატრის წინ შეიკრიბნენ. სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები გმობენ გუშინ რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ უნდა აიღოს და შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა უნდა დატოვოს. ისინი მიესალმებიან ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას, თუმცა ამბობენ რომ ეს საკმარისი არ არის.