Amnesty International-ი თბილისში, ანტისაოკუპაციო აქციის დროს პოლიციის ქმედებების დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვს.
ადამიანის უფლებადამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც სამართალდამცველების მიერ ძალის გამოყენებაზე დაუყოვნებლივი, სრულყოფილი და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზეა საუბარი.
განცხადებაში წერია, რომ პოლიციის სასტიკი საპასუხო ქმედებების შედეგად უამრავი ადამიანი დაშავდა, მათ შორის 30-ზე მეტი ჟურნალისტი.
"მათ უმეტესობას მოხვდა რეზინის ტყვია მიუხედავად იმისა, რომ ამოცნობადი იყვნენ როგორც ჟურნალისტები და ცდილობდნენ საპროტესტო აქციის გაშუქებას. მოვუწოდებთ ამ ფაქტების სასწრაფო, სრულყოფილი და დამოუკიდებელი გამოძიებისკენ."- აცხადებენ ორგანიზაციაში.
Amnesty International-ი ასევე მოითხოვს, რომ მომავალი საპროტესტო აქციების დროს პოლიციამ პატივი სცეს ადამიანების აზრის გამოხატვის თავისუფლებას.