17 ნოემბერი 2024,   20:27
ვრცლად
"მე ქართველი ვარ და ჩემი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ" - სტუდენტების აქცია ტალინში 

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მხარდასაჭერად, ქართველი სტუდენტები ტალინში შეიკრიბნენ.  

ათობით სტუდენტმა რუსული ოკუპაცია თავისუფლების მოედანზე მოედანზე გააპროტესტა. ისინი საქართველოში მიმდინარე აქციების მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებენ და მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას  დაიცვას ქვეყნის ინტერესი. 

"შევიკრიბეთ იმისათვის რომ სოლიდარობა და სრული მხარდაჭერა გამოვუცხადოთ იმ სტუდენტებს და ახალგაზრდებს ვინც გუშინ და დღეს ყველაფერს აკეთებენ რომ დაიცვან ჩვენი ქვეყნის ინტერესები. გვინდა რომ მივაწვდინოთ მათ ხმა, რომ მათ გვერდით ვართ,"-აცხადებენ ქართველი სტუდენტები. 

დღის ამბები