მედია თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელი ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობას გმობს.
ჰარლემ დესირმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც საუბარია, რომ დაუშვებელი და უპატიებელია საპროტესტო აქციის დროს მომხდარი ძალადობა და თავდასხმები მედიის წარმომადგენლებზე.
განცხადებაში ჩამოთვლილია ყველა ის ჟურნალისტი, რომლებმაც სერიოზული დაზიანებები მიიღეს. მათ შორისაა „კურიერის“ კორესპონდენტი თამარ ბაღაშვილიც.
"მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, სწრაფად გამოიძიოს ჟურნალისტებზე თავდასხმის ყველა ინციდენტი და ეჭვმიტანილებს კანონის მიხედვით პასუხი აგებინოს“, - წერია მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენლის ოფიციალურ განცხადებაში.