17 ნოემბერი 2024,   20:28
ვრცლად
"ნუ მაბრმავებ", "რუსეთი ოკუპანტია", - ემიგრანტების საპროტესტო აქციები ევროპის რამდენიმე ქვეყანაში 

"ნუ მაბრმავებ", "რუსეთი ოკუპანტია", - საპროტესტო აქციები ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ქართველმა ემიგრანტებმა გამართეს.

გერმანიაში, ნიურნბერგში, ქართველი სტუდენტების ინიციატივით და ნიურნბერგის ქართული კულტურის ცენტრის "ინკოს" მხარდაჭერით შეიკრიბნენ.

მოსწავლეებმა და სტუდენტებმა რუსეთის დუმის წევრის, სერგეი გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან სხდომის მართვა გააპროტესტეს და ეს ფაქტი საქართველოს მოქალაქეებისათვის ღირსების აყრად შეაფასეს.

ამას გარდა, აქციის მონაწილეებმა დაგმეს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დარბევა.

დღის ამბები