17 ნოემბერი 2024,   20:12
ვრცლად
დაკეტილი ტაძარი განაპირობა იმან, რომ აქციებისას იყო შემთხვევები ეკლესიის გაძარცვის - მეუფე პეტრეს განცხადებით, ქაშვეთის წინამძღვარმა ტაძრის დაკეტვის მიზეზები აუხსნა 

საპატრიარქო ამტკიცებს, რომ 20 ივნისს, სისხლიანი დარბევის დროს, ქაშვეთის ტაძარი ღია იყო და არავის დაუკეტავს კარი იმ მოქალაქეებისთვის, რომლებზეც პოლიცია რეზინის ტყვიებით ნადირობდა.

საპატრიარქომ და ქაშვეთის წინამძღვარმა დღეს მეუფე პეტრე სიცრუეში დაადანაშაულეს, იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა ეკლესიის წინამძღოლი კარების ჩაკეტვის გამო გააკრიტიკა.

ბრალდებას ცოტა ხნის წინ გამოეხმაურა მეუფე პეტრე. მიტროპოლიტის განცხადებით, მას ქაშვეთის წინამძღვარმა ტაძრის დაკეტვის მიზეზები აუხსნა და თქვა, რომ ცრემლსადენი აირით მოწამვლის გამო, მას სახლში დაბრუნება მოუწია, ტაძარი კი დაიკეტა ძარცვის თავიდან აცილების მიზნით. 

"კურიერის" მიერ გადაღებულ კადრებში კი კარგად ჩანს, რომ სისხლიანი მოვლენების დროს ტაძრის კარები დახურული იყო მაშინ, როდესაც პოლიციისგან დევნილი ადამიანები თავშესაფარს სწორედ ეკლესიის ეზოში ეძებდნენ.

„მესმის, რომ ძალიან სჭირდებათ ამათ და ძალიან უნდათ მეუფე პეტრეს დისკრედიტაცია, მაგრამ მინდა ყველას შევახსენო, რომ ბოროტი თავისი უგუნურებით ღვთის სამსახურშია. ეს ყველაფერი ჩვენ მხოლოდ გვაძლიერებს. რაც შეეხება ფაქტს, მე გუშინ ქაშვეთის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ელიზბარმა დამიდასტურა, რომ მან მიიღო გაზით მოწამვლა და ის იძულებული გახდა, სახლში დაბრუნებულიყო, ხოლო დაკეტილი ტაძარი განაპირობა იმ ფაქტმა, რომ აქციების დროს იყო შემთხვევები ეკლესიის გაძარცვისა და ქურდობისა, ამიტომ ისინი იძულებული იყვნენ ყოფილიყო ტაძარი დაკეტილი“, - აცხადებს მეუფე პეტრე.

ამავე თემაზე
დღის ამბები